Georgian Technical University Professional Development Center

Kostava 68, Tbilisi,
Georgian Technical University Professional Development Center Georgian Technical University Professional Development Center is one of the popular College & University located in Kostava 68 ,Tbilisi listed under Education in Tbilisi ,

Contact Details & Working Hours

More about Georgian Technical University Professional Development Center

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრს საიუბილეო წელი აქვს.
მისი დაარსებიდან 10 წელი გავიდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცენტრი (www.facebook.com/PDCGTU) პირნათლად ემსახურება სტუ-ს სამეცნიერო-პედაგოგიური პოტენციალის განვითარებასა და პოპულარიზაციას. უმაღლესი და პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან სივრცეში.
ცენტრთან არსებული განყოფილება Center of Excellence in Teaching and Learrning შექმნილია მოწინავე საერთაშორისო უნივერსიტეტების ანალოგიური ცენტრების სტანდარტების მიხედვით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს უწყობს სტუდენტთა მომზადების ხარისხისა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას; თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემოღებას და გავრცელებას (hpep.ge).
გასულ და მიმდინარე წელს განხორციელდა და მომავალ წელსაც გრძელდება სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები,რომლის ფარგლებში ექვსასამდე პროფესრ-მასწავლებელმა უკვე გაიარა გადამზადება და გახდა საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მოდულის მიმართულებით..
ცენტრი თავისი მიზნებს ახორციელებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების დაფინანსების მოპოვების, დამუშავების, განვითარებია და მათი შედეგების დანერგვის გზით (დასრულეუილი და მიმდინარე პროექტების შესახებ იხილეთ (hpep.ge)..
ცენტრს ჰყავს ბევრიროგორც ქართველი,ასევე საერთაშორისო კონსულტანტი უცხოეთის უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელთა რჩევებისა და აზრთა ურთიერთგაზიარების საფუძველზე ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივებს. სტუ-სა და საქართველოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის აწყობს კონფერენციებს, სემინარებს, ტრეინინგებს ,ვორკშოპებს.
ამ მიმართულებით ცენტრის როგორც წარსული,ასევე დღევანდელი სრული საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი (hpep.ge).
ცენტრთან არსებული გალერეა ”უნივერსი" ხელს უწყობს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ( www.facebook.com/GTUUniverse).აწყობს გამოფენებს, შემოქმედებით საღამოებს და კონკურსებს.არის საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორი და განმხორციელებელი. მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო,საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აგრეთვე სხვადასხვა ფირმებთან და კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე.
სტუ-სა და სხვა მოწვეული სპეციალისტების საშუალებით ახორციელებს პრაქტიკული გამოყენების საინჟინრო-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, ტექნიკურ და ეკონომიკურ ექსპერტიზას.
ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებებით. თანამშრომლობს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების ექსპერტებთან, როგორც საგანმანათლებლო,ასევე სამეცნიერო და კულტურულ სფეროში
ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობა შეუძლია განათლების,
საინჟინრო მეცნიერებებისა და კულტურულ სფეროში პროფესიული განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს.

Map of Georgian Technical University Professional Development Center